
წიგნის ისტორია
წიგნი - წარმატების გასაღები! ეს არის შესაძებლობა გახადოთ ცხოვრება უკეთესი. დაისახეთ მიზნად წიგნების კითხვა, გარწმუნებთ ეს ის მიზანია, რომლისკენაც სწრაფვა ნამდვილად ღირს!
ხელოვნების სასახლე გიწვევთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „წიგნის ისტორია“.
თქვენ საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ გრაფისეული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნები ერეკლე მეფის სტამბიდან: ლოცვანი, სახარება, კონდაკი, დავითნი, ასევე „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“, რომელიც პირველად 1629 წელს დაიბეჭდა რომში, ქართული ანბანითა და ტექსტით. აქვეა დაცული კოტე მარჯანიშვილის ბიბლიოთეკა და სხვა იშვიათი და უძველესი გამოცემები. საინტერესო იქნება თქვენთვის წიგნის შექმნის ისტორია. დღეს ელექტრონულ წიგნებს ბევრი მკითხველი ჰყავს.
პროგრამის მიზანია მოზარდებმა შეინარჩუნონ ინტერესი ნაბეჭდი წიგნის მიმართ, გამოიჩინონ კიდევ უფრო მეტი ყურადღება და გაუჩნდეთ სიყვარული, რადგან წიგნის როლი ფასდაუდებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს მოზარდებისათვის. პრაქტიკული სამუშაო იქნება ძალიან სახალისო! თქვენ უნდა დაამზადოთ წიგნის სანიშნი და მოხატოთ ის უძველესი ქართული ქსოვილის ორნამენტებით. იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია!
პროგრამები განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ფასი:
20 GEL
ლარი
სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 5:00 საათამდე
10:00 - 17:00
45 წუთი
