top of page
საგანმანათლებლო პროგრამები
აღმოაჩინე ქართული კულტურა ჩვენი შემუშავებული საგანმანათლებლო გამოცდილების მეშვეობით

გარდერობი კინოსთვის
გაინტერესებს, როგორ იქმნება კინოკოსტიუმი?
რა გზას გადის ესკიზიდან დიდ ეკრანამდე?
ხელოვნების სასახლე სკოლის მოსწავლეებს იწვევს საგანმანათლებლო პროგრამაზე „გარდერობი კინოსთვის“.
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან კინოკოსტიუმის შექმნის პროცესს, მოისმენენ, როგორ მუშაობს მხატვარი კინოში და აღმოაჩენენ, როგორ ეხმარება სამოსი პერსონაჟის ხასიათის შექმნას. ასევე დაათვალიერებენ ჰოლივუდისა და Netflix-ის ცნობილი ფილმების ორიგინალ კოსტიუმებს.
პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები თავად გადაიქცევიან პატარა კოსტიუმის მხატვრებად — ექსპოზიციაში წარმოდგენილი კაბების ესკიზების მიხედვით შექმნიან სამოსის აპლიკაციებს.
პროგრამა განკუთვნილია როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის.
bottom of page

















