top of page
ლოგო-მუქი.png

კუკნები - ქართული თოჯინების ისტორია

სათამაშოები ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თოჯინებს სხვა სათამაშოებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

როდის გამოჩნდა პირველი სათამაშო... სად და როდის აღმოაჩინეს პირველი თოჯინა... რისგან მზადდებოდა თოჯინები საქართველოში... ხელოვნების სასახლე გიწვევთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „კუკნები - ქართული თოჯინების ისტორია“. პრაქტიკული სამუშაოები ძალიან საინტერესო იქნება! წარმოდგენილი სამუშაო მასალის დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ქართული თითის თოჯინების დამზადებას.


პროგრამასთან ერთად, ისინი ეწვევიან ნანა ყაულაშვილის არაჩვეულებრივ გამოფენას - „თოჯინების საშობაო ზღაპარი“. პროფესიით ოფთალმოლოგი, ნანა ყაულაშვილი თვითნასწავლი თოჯინების ოსტატია. 10 წლის წინ შვილისთვის შეკერილი პირველი სათამაშოთ, მან საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ეს თავის მეორე და ყველაზე საყვარელ საქმიანობად აქცია. ხელნაკეთი თოჯინები ახლა ხელოვნების სასახლეშიც შემოვიდა!


არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეხვიდეთ თოჯინების ზღაპრულ სამყაროში!

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია

ფასი:

15

ლარი

ორშაბათი-პარასკევი

10:00 - 17:00

45 წუთი

bottom of page