top of page

ჩემი ხელნაკეთი დღიური

საგანმანათლებლო პროგრამა „ჩემი ხელნაკეთი დღიური“ მოსწავლეებს მუზეუმის კოლექციების გაცნობას, ხელით წერისა და დღიურის წარმოების კულტურის აღმოჩენასა და საკუთარი ხელით დღიურის შექმნას სთავაზობს.

14 ნოემბერს ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამას „ჩემი ხელნაკეთი დღიური“ სთავაზობს.

პროგრამის მიზანია მოსწავლეებში ხელით წერის კულტურის, შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გიდის თანხლებით დაათვალიერებენ მუზეუმის გამორჩეულ კოლექციებს, ჩაერთვებიან ინტერაქციულ დისკუსიაში ხელით წერისა და დღიურის წარმოების კულტურის შესახებ, ხოლო შემოქმედებით სახელოსნოში საკუთარი ხელით დაამზადებენ დღიურებს, რომლებიც მათ ფიქრების, იდეებისა და პირადი ჩანაწერების გასაზიარებლად გამოადგებათ.


დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: 555 78 94 24

მისამართი: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, ია კარგარეთელის ქუჩა №6, თბილისი.ბ

ფასი:

20

₾

​

10:00 - 17:00

60 minutes

bottom of page