top of page
ლოგო-მუქი.png

ჩემი ხელნაკეთი დღიური

ხელოვნების სასახლე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ჩემი ხელნაკეთი დღიური".

პროგრამა სამ ეტაპიანი გახლავთ. თეორიულ ნაწილში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ჩვენს მუზეუმში დაცული ცნობილი ქართველების ხელნაწერებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში თავისი ხელით დაამზადებენ შთამბეჭდავ დღიურებს, რაც მათ შთააგონებთ თავადაც გააკეთონ ჩანაწერები, აღწერონ ყოველდღიური ამბები, განსაკუთრებული მოგონებები, თავიანთი სურვილები და დაკვირვებები.

პროგრამა ასევე მოიცავს მუზეუმის დათვალიერებასა და ექსკურსიას გიდთან ერთად.

ფასი:

20

სამშაბათი-პარასკევი

10:00 - 17:00

60 წთ.

bottom of page