top of page

ჯგუფური გამოფენა - "Palette Society"
22 ნოემბერს 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ ჯგუფურ გამოფენაზე გამოფენა წარმოდგენს რვა თანამედროვე მხატვრის უნიკალურ კოლაბორაციას: მხატვრებმა ერთი და იგივე პეიზაჟი დახატეს განსხვავებული პერსპექტივით, სტილით და ემოციური მანერით. შედეგი კი ერთი თემის მრავალფეროვანი ხედვა — სხვადასხვა ხელწერის, ტექნიკის და ემოციის შერწყმაა. გახსნაზე ნამუშევრები ერთ დიდ პანოდ აეწყობა, რათა მაყურებელმა ერთდროულად დაინახოს, როგორ იშლება ერთი ლოკაცია რვა ცალკეულ, მაგრამ ორგანულად დაკავშირებულ სამყაროდ. ეს პანო ხდება არა მხოლოდ ვიზუალური ინსტალაცია, არამედ დიალოგი ავტორებს შორის — გამოცდილების, ხედვისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის შეხვედრა.,
bottom of page
