
საჩუქარი ხელოვნების სასახლეს
ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმს, სასახლის დიდი ხნის მეგობარმა მეთოჯინე ნანა ყაულაშვილმა საჩუქრად არმანდ მარსელიეს (Armand Marseille) 1894 წელს დამზადებული ფაიფურის ორი თოჯინა გადასცა საჩუქრად. არმანდ მარსელიე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თოჯინების მწარმოებელი იყო გერმანიაში. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თოჯინების ინდუსტრიაზე და დღემდე აღიარებულია „ოქროს ხანის“ დამფუძნებლად. მარსელიემ შეძლო სილამაზისა და ინდუსტრიული წარმოების ჰარმონიულად შერწყმა, რაც მის თოჯინებს გამორჩეულად მიმზიდველსა და ღირებულს ხდიდა. გადმოცემული თოჯინები მანამდე მიუნხენში, კერძო კოლექციების ნაწილი იყო, დღეს კი ისინი ხელოვნების სასახლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნანა ყაულაშვილს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის და ხელოვნების სასახლის კოლექციების გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის.
