.jpg)
ხელოვნების სასახლისა და მისი საგანძურის მორიგი საერთაშორისო აღიარება
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კულტურულმა ციფრულმა პლატფორმამ, Google Arts & Culture-მა, ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ადრექრისტიანული ხანის უნიკალურ ოქროს ბეჭედს საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა. ეს გამორჩეული არტეფაქტი ხელოვნების სასახლემ 2024 წელს საკუთარი რესურსებით შეიძინა. აღმოჩენისთანავე მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების, ისე საერთაშორისო ექსპერტების წრეებში. ამ ინტერესის შედეგად, დღეს ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭედი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი შედევრების გვერდითაა წარმოდგენილი — იმავე სივრცეში, სადაც მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელისა და ტიციანის ნამუშევრებს ეძღვნება ვირტუალური გამოფენები. ეს არა მხოლოდ ხელოვნების სასახლის, არამედ მთელი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.
