top of page
ლოგო-მუქი.png

Archipelago: The Sea Is Shared

3 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე გიწვევთ “სახელოსნო N6”- ის გამოფენაზე.

ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით არქიპელაგი: ზღვა საერთოა

ჯგუფი სახელოსნოს კურატორთან მარიამ ყანდიაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ნამუშევრებს. როგორც არქიპელაგის — ცალკეული კუნძულები, რომლებიც საერთო ზღვითაა დაკავშირებული სწორედ, ასეა ეს სახელოსნოც: ერთ სივრცეში სრულიად განსხვავებული სამყაროები იქმნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 ნამუშევარი, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი და ინსტალაცია. მიუხედავად ერთობლივი მუშაობისა, თითოეულ ავტორს საკუთარი უნიკალური ხელწერა აქვს, რაც სახელოსნოს ძირითად თემას ასახავს — ერთი სივრცე, მრავალი სამყარო.

მონაწილე მხატვრები:

მარიამ კანდიაშვილი
დათა მუშკუდიანი
ლუკა აბაზაშვილი
მარიამ სიხარულიძე
ნინო მალვერ
მარიამ ჯოჯუა
ნატა ჩუსლიაევი
სოფო გაჩეჩილაძე
ნიკოლ ტიბუნაშვილი


bottom of page