
Basking Beat & Bite - ოთხი ქალაქი, ერთი მუსიკალური სივრცე
29 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სასახლეში, საერთაშორისო კულტურული ღონისძიება Basking Beat & Bite გაიმართა, რომელიც ერთდროულად ოთხ ქალაქს - თბილისს, ჰელსინკის, მაიამისა და სანტიაგო დე ჩილეს აერთიანებდა.
ღონისძიების უნიკალური ფორმატი გულისხმობდა ოთხივე ლოკაციაზე მიმდინარე პროგრამის პირდაპირ ტრანსლირებას (Live Streaming), რის შედეგადაც სხვადასხვა კონტინენტზე მიმდინარე მუსიკალური ღონისძიებები ერთიან ცოცხალ სივრცედ იქცა.
თბილისში ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდა MIRUA, ხოლო სხვა ლოკაციებზე - SUA (ჰელსინკი), Merina Gris (მაიამი) და IDOIA (სანტიაგო დე ჩილე).
Basking Beat & Bite მუსიკას, გასტრონომიასა და ბასკურ კულტურას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორიას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საერთო კულტურულ გამოცდილებაში აზიარებდა
