top of page

საუკეთესო კულტურულ-ისტორიული მუზეუმი საქართველოში

14 ნოემბერს, საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანების - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა International Travel Awards 2026-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო არქიტექტურულ-კულტურული მუზეუმი საქართველოში. (Best Historical and Cultural Museum In Georgia)


საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.


International Travel Awards-ი მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ ავტორიტეტულ  პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს მნიშვნელოვანი წარმატებაა და დადიანების სასახლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას ემსახურება.

bottom of page