top of page
ლოგო-მუქი.png

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის (1991-1992), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის (1973-1990), მთარგმნელის, ფილოლოგიის დოქტორისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს.

The exhibition will present unique video, audio and archival documents preserved at the Palace of Arts, which will introduce the general public to many interesting and previously unknown stories related to Zviad Gamsakhurdia's political and public activities.

პირველად ისტორიაში, საგამოფენო დარბაზებში გამოფენილ უნიკალურ პოსტერებთან, ფოტოებსა და ხელნაწერებთან ერთად, გამოფენის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ The Washington Post-ის საკუთრებაში არსებული უნიკალური ფოტოები და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ასახავს 1989-1992 წლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.


ღონისძიებაზე ასევე გაიმართება გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება და რომელიც, გამსახურდიას პოლიტიკური საქმიანობის ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, აერთიანებს იშვიათ კადრებს 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მხარდამჭერების მასობრივი დარბევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის თარიღად სპეციალურად 28 ოქტომბერი შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაცია არა საბჭოთა მთავრობამ, არამედ პარიტეტის საფუძველზე არჩეულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა. გარდა ამისა, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს საზღვარგარეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

bottom of page