top of page
ლოგო-მუქი.png

გამოფენა „ალბანი“

3 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება დიდი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, „ფერების სიმფონიის დიდოსტატის“ წოდების მქონე სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია.

გამოფენა აერთიანებს ორი ქართველი კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის ნამუშევრებს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს ავტორების მიერ შექმნილ ქართული კალიგრაფიის უნიკალურ ნიმუშებს. აღსანიშნავია, რომ ორივე ავტორის ხელოვნებამ უკვე მოიპოვა აღიარება მსოფლიოს წამყვან დაწესებულებებში.

წელს, ხელოვნების სასახლესა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მხატვრების მიერ მომზადებული რამდენიმე განათებული კალიგრაფიული ნიმუში გაიგზავნება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში და განთავსდება მოხატული ხელნაწერების ფონდში, სადაც, სამწუხაროდ, დღემდე არცერთი ქართული განათებული ხელნაწერი არ არის შემონახული.

bottom of page