top of page
ლოგო-მუქი.png

ემა ლალაევა-ედიბერიძის ნახატების გამოფენა

28 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ემა ლალაევა-ედიბერიძის ნახატების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ნახატი. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.

მხატვარი დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფისა და ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოსტუდიის მფლობელის, არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924 წლიდან 1928 წლამდე სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს, ოჯახური გარემოებების გამო, მან მიატოვა სამხატვრო აკადემია და გადაწყვიტა მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე გადასვლა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება და დარჩა თბილისში. 1938 წელს მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1945 წელს იგი მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, თუმცა მალევე გარიცხეს რეპრესირებული მეუღლის გამო და აღარასდროს აღადგინეს. მან თავი მხატვრობის თითქმის ყველა სფეროში სცადა; ერთდროულად მუშაობდა მხატვრად, გრაფიკოსად, დეკორატორად, ანიმატორად, კარიკატურისტად, წიგნების დიზაინერად, თეატრის მხატვრად, ტანსაცმლის დიზაინერად, ქმნიდა ექსლიბრისებს, ამშვენებდა საბჭოთა დღესასწაულებს. შემოქმედებით ფსევდონიმად სახელი „ლალი“ აირჩია და ძირითადად ასე აწერდა ხელს თავის ნამუშევრებს. ცხოვრებაში არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს გაიმართა თბილისში.

bottom of page