top of page
ლოგო-მუქი.png

ქართული თავსაბურავი

11 დეკემბერს, საღამოს 7:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წიგნის „ქართული თავსაბურავის“ პრეზენტაცია გაიმართება.

600-გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი მასშტაბური სამეცნიერო პროექტის ნაწილია და წარმოადგენს გამოცემის „ტექსტილები საქართველოდან“ მეორე ტომს. ენციკლოპედიური ნაშრომი მოიცავს როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებს, მოიცავს 500-ზე მეტ მაღალი ხარისხის ილუსტრაციას და მოგვითხრობს ქართული ტანსაცმლის ისტორიას ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე. წიგნს თან ახლავს ქართული გვირგვინების, ქუდებისა და ქსოვის გრაფიკული ფორმების სამი ატლასი.

პროექტის ფარგლებში, წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ქართული ისტორიული ქსოვილებისა და თავსაბურავების გამოფენა. ექსპოზიცია გააერთიანებს თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ ისტორიული ფრესკების მიხედვით აღდგენილ ქსოვილებს და უნიკალურ ქართულ რიტუალურ გვირგვინს, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. რესტავრატორებისა და იუველირების მიერ 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, გვირგვინი მორთულია 48 ბრილიანტით, 1 დიდი ოქროს სამეფო ტოპაზით, 7 ზურმუხტით, 48 ლალით, 19 ჟადეიტით, 12 ფირუზით, 8 ციტრინით და 12 ქვის კრისტალით.

მხოლოდ ერთი დღით, კატალოგი „ქართული თავსაბურავები“ ღონისძიებაზე სპეციალურ ფასად გაიყიდება.

bottom of page