
ქართული თეატრის დღე - ნიღბების გამოფენა
14 იანვარს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, საქართველოსკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილნიღბების გამოფენას, რომელიც სხვადასხვა კულტურის ტრადიციებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის თეატრალურ, რელიგიურ დასაკარნავალო ნიღბებს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას გვიჩვენებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნგრული ფოლკლორული ბუშოს ნიღაბი, რომელიცუნგრელთა გამანთავისუფლებელ ბრძოლას უკავშირდება თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ, და ქართული თეატრალური ბერიკაობის ნიღბის ნიმუში. დამთვალიერებელი იხილავსვენეციურ საკარნავალო ნიღბებს — კარნავალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, რომლის ისტორია შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე ვრცელდება. ასევე წარმოდგენილიავენეციური „ჯოლი“ (Jolly) — ჯესტერის ტიპის ნიღაბი, რომელიც კომედია დელ’არტესთეატრალურ ტრადიციას უკავშირდება. ბერძნული ტერაკოტის ნიღაბი - რომელიც ანტიკურსაბერძნეთში სხვადასხვა თეატრალური დადგმის დროს გამოიყენებოდა, აგრეთვეაფრიკული, მონღოლური, ინდური, ტაილანდური, ფილიპინური, იაპონური და სხვაკულტურების ნიღბები.
საგამოფენო სივრცეს დაამშვენებს ქართველი ახალგაზრდა ხელოვანის, შოთა თხილიშვილის, უნიკალური ნიღბებიც. იგი თვითნასწავლი ხელოვანია და დღეს საქართველოს მასშტაბითერთადერთი ნიღაბთა ოსტატია საკუთარ უნიკალურ ჟანრში. მისი შემოქმედება აერთიანებსრელიეფურ ხელოვნებას, ისტორიას, მითოლოგიასა და ტრადიციული ნიღბების ხელობას. ავტორსშემუშავებული აქვს ინდივიდუალური ტექნიკა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. იგი არისსერტიფიცირებული ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი და ბრენდების Menighbe და Sunstateდამფუძნებელი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიური მოტივებისმიხედვით მის მიერ დამზადებული 20 ნიღაბი. შოთა თხილიშვილი ერთდროულად არის მხატვარი, მენიღე და დეკორატორი, რაც მის ნამუშევრებში ქმნის ვიზუალური ხელოვნების, თეატრისა დადიზაინის სინთეზს რომელიც სასახლის ექსპოზიცას მრავალფეროვან შტრიხს სძენს.
