top of page

გურამ (გუკა) დურგლიშვილის პერსონალური გამოფენა

11 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამორჩეული ქართველი მხატვრის, გურამ (გუკა) დურგლიშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნება. 

გურამ (გუკა) დურგლიშვილი (1959–2025) იყო გამორჩეული და ნიჭიერი ქართველი მხატვარი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შემოქმედებით თავისუფლებასა და უზადო პროფესიონალიზმს მიუძღვნა. იგი დაიბადა 1959 წლის 22 ივლისს და ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ავთენტურ, ინდივიდუალური ხედვით აღბეჭდილ ნამუშევრებს. ხელოვნებათმცოდნეები მის შემოქმედებას ახასიათებენ როგორც მრავალფეროვან ფერწერულ სამყაროს, სადაც თითოეული ტილო ერთმანეთისგან განსხვავებული კომპოზიციით, ფერთა გამით, სიურრეალისტური და აბსტრაქტული ელემენტებით გამოირჩევა. მისი შემოქმედებითი გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი 1997 წელს მოწყობილი პერსონალური გამოფენა იყო, რომელმაც საზოგადოებას მისი განსაკუთრებული ხელწერა უფრო ფართოდ გააცნო. მხატვარი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპოზიციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

2025 წელს ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოჯახმა დიდი ძალისხმევა ჩადო მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. იმავე წლის დეკემბერში, თბილისში, გალერეა „მუზამ“ უმასპინძლა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენას სახელწოდებით „მოგზაურობა გუკას სამყაროში“, სადაც ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი 120-მდე უნიკალური ნამუშევარი გამოიფინა. დღესდღეობით, გურამ დურგლიშვილის შემოქმედებითი არქივის მოწესრიგებას, ნახატების კოლექციის მოვლასა და მის ონლაინ პოპულარიზაციას აქტიურად უძღვება მისი შვილი, გუკა დურგლიშვილი. ხელოვნების სასახლეში დაგეგმილი ექსპოზიცია დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, ჩაეფლოს ხელოვანის თვითმყოფად სამყაროში და ახლოს გაეცნოს გუკა დურგლიშვილის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას. 


გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია

bottom of page