
Izolda Melikishvili Receives the 2026 Shota Rustaveli National Science Foundation Award
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიით დაჯილდოვდნენ მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას გაერთიანების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ იზოლდა მელიქიშვილს, რომელსაც გადაეცა რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემია ნომინაციაში „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“.
ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილის დაჯილიდოება მისი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის, პროფესიული თავდადებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ღირსეული დაფასებაა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მისი გამოცდილება, ცოდნა და სამეცნიერო საქმიანობისადმი ერთგულება მნიშვნელოვანი საფუძველია იმ საქმიანობისთვის, რომელსაც საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების სამეცნიერო საბჭო ახორციელებს.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება გულითადად ულოცავს ქალბატონ იზოლდა მელიქიშვილს ამ მნიშვნელოვან და დამსახურებულ ჯილდოს, ასევე ყველა ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერს პროფესიულ წარმატებას. ვუსურვებთ ქალბატონ იზოლდას ჯანმრთელობას, შემდგომ სამეცნიერო მიღწევებსა და მრავალ ღირსეულ აღიარებას
