
Kulturalis-ის გენერალური დირექტორის ნილ ტიტმანის ვიზიტი ხელოვნების სასახლეში
2026 წლის 15 თებერვალს, ხელოვნების სასახლეში კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო საგამომცემლო სახლ „Kulturalis“–ის აღმასრულებელ დირექტორს ნეილ ტიტმანს შეხვდა.
„Kulturalis“ არის მსოფლიოში ცნობილი გამოცემების საერთაშორისო კომპანია, რომელიც პლანეტის სხვადასხვა წამყვან მუზეუმებთან, გალერეებთან და კულტურულ ინსტიტუტებთან მუშაობს. ეს ორგანიზაცია მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტის კატალოგებს გამოსცემს, მისთვის დამახასიათებელია მრავალენოვანი პროექტები და წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.
„Kulturalis“–ის ძირითადი მისიაა მუზეუმების, გალერეების და კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტების ისტორიებისა და მნიშვნელობის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა. მუზეუმების და ექსპონატების პრეზენტაცია უნიკალური გამოცემების საშუალებით. „Kulturalis“ ასევე ახორციელებს ფართო სპექტრის საგამომცემლო საქმიანობას: - განათლების, არქიტექტურის, რელიგიის და კულტურული ისტორიის მიმართულებითაც, რაც ზრდის მის საერთაშორისო გავლენასა და ცნობადობას.
გამართული შეხვედრა ხელოვნების სასახლეს უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო დონეზე განავითაროს საგამომცემლო და კულტურული პროექტები. მოიზიდოს ფართო აუდიტორია და გაზარდოს ეროვნული მემკვიდრეობის ცნობადობა, როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე. ეს თანამშრომლობა შესაძლოა გახდეს ინტერნაციონალური გამოცემების საფუძველი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის უნიკალურ კოლექციებს და მათ წვლილს მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში
