
ლეგენდარული კინო კოსტუმები
პირველად საქართველოში ქართველ დამთვალიერებელს Netflix-ისა და ჰოლივუდის ორიგინალი კოსტუმების ნახვის საშუალება ექნება: „დედოფალი შარლოტა“, „ემა“, „ოსკარი და ლუსინდა“, „ნევარლენდის პოვნა“, „ანა კარენინა“ ამ და სხვა ფილმების ბრწყინვალე კოსტუმებს ხელოვნების სასახლის 2 დარბაზში გამოფენენ.
23 მაისს 18:00 საათზე მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება და გალერეა „ლევილი 1918“ საქართველოს ხელოვნების სასახლეში წარმოგიდგენთ გამორჩეულ გამოფენას — „ლეგენდარული კინო კოსტუმები“, სადაც დამთვალიერებლები იხილავენ Netflix-ის ფილმების პერსონაჟთა ორიგინალურ კოსტიუმებსა და იულია სოროკინას მიერ შექმნილ ექსკლუზიურ ნიღბებს.
პირველად საქართველოში ჩამოვიდა Netflix-ის სამუზეუმო მნიშვნელობის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ გმირებს ახალ, რეალურ სივრცეში აცოცხლებს. ექსპოზიციას ამდიდრებს იულია სოროკინას ავტორობით შექმნილი ნიღბები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ხარისხითა და დეტალიზაციით.
გამოფენა ვიზიტორებს სთავაზობს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების შერწყმის უნიკალურ გამოცდილებას — შესაძლებლობას, ახლოდან იხილონ კოსტიუმები, დააკვირდნენ მათ დეტალებს და შეიგრძნონ იმ სამყაროს ესთეტიკა, რომელიც ეკრანისთვის იქმნება.
დასწრება თავისუფალია!
