top of page

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებასა და გალილეო გალილეის მუზეუმს შორის
აქართველოს სასახლე-მუზეუმთა გაერთიანებამ და იტალიის ერთ-ერთმა უძველესმა და საპატიო სამეცნიერო ინსტიტუტმა - გალილეო გალილეის მუზეუმმა (ფლორენცია) - ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქართული და იტალიური კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის ერთმანეთისთვის გაცნობის, ასევე ორივე ინსტიტუტის საერთაშორისო ხილვადობის ზრდისთვის.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში, ერთობლივ გამოფენებში, სამეცნიერო კვლევებსა და საერთო კულტურულ პროგრამებში.
bottom of page
