top of page

მერაბ კოკოჩაშვილი 90!
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 21 მარტს, 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რომლის პარალელურად, უკვდავთა თაღში რეჟისორის ხელის ანაბეჭდი გაიხსნება.
60-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული კინოკლასიკის შედევრად აღიარებული ფილმის “დიდი მწვანე ველის” (1964) ავტორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წელი შეუსრულდება. ხელოვნების სასახლეში, გამოფენაზე, იხილავთ რეჟისორის შემოქმედების ამსახველ ფოტო მასალებს, აფიშებს კინო ფილმებიდან, ესკიზებს, საოჯახო ფოტო სურათებსა და ხელნაწერებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო მასალები და ხელნაწერები ასახავს რეჟისორის შემოქმედების მრავალფეროვნებას – მისი ვირტუოზულ კინოსარეჟისორო უნარებსა და განვლილ კარიერულ გზას.
bottom of page
