top of page
ლოგო-მუქი.png

ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიმართა გამოფენა "ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა”, რომელიც ხელოვნების სასახლის დამაარსებლის დავით არსენიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ექსპოზიციაში იხილავთ ბოლო 10 წელიწადში ხელოვნების სასახლის მიერ შეგროვებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც ახალი და უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიას ასახავს. ნახავთ ისეთ დიად სახელებს როგორიცაა: ივანე ასკურავა, ელენე ახვლედიანი, გივი აღაპიშვილი, ბაკურ ბაკურაძე, გია ბუღაძე, ირინა გაბიანი, დავით გაგოშიძე, ირაკლი გამრეკელი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ზაურ გამყრელიძე, გოგი გეგეჭკორი, მარიამ გიორგობიანი, გივი გულისაშვილი, დავით გედევანიძე, თეიმურაზ გოცაძე,ზურაბ გომელაური, ლადო გუდიაშვილი, სიმონ დადიანი, სოფია ვარაზი, ალექსანდრე ვაშაყმაძე, ჯოვანი ვეფხვაძე, დიმიტრი თავაძე, ოლესია თავაძე, გიორგი თექთურმანიძე, კახაბერ თოფჩიშვილი, მანანა თუმანიშვილი, მარინა ივანიშვილი, კონსტანტინე კაკაბაძე, კარლო კაჭარავა, თემურ კვეზერელი, ოლგა კონიაშვილი, ირმა კუსიანი, კარლო კუკულაძე, თამარ ლეტე-ვაჩნაძე, ჯემალ ლოლუა, ქეთევან მაისურაძე, მამია მალაზონია, ქეთევან მაღალაშვილი, ოთარ მეგრელიძე, ელენე მელქაძე, ლევანი მეძმარიაშვილი, ირაკლი მდივანი, თენგიზ მირზაშვილი, დავით მონავარდისაშვილი, მურაზ მურვანიძე, ლეონა ნაკაშიძე, პეტრე ოცხელი, შალვა სამნიაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ელენე სოლოღაშვილი, დავით სიხარულიძე,ნინო ფერაძე, თენგიზ ქავთარაძე, შალვა ქიქოძე, სერგო ქობულაძე, ნიკოლოზ ყაზბეგი, ნინო ჩაკვეტაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლევან ცუცქირიძე, დავით ხიდაშელი, დავით ხოშტარია, ბექა ჯოხაძე.

გამოფენაზე ასევე მოხდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაბეჭდილი ლ.ჭიჭინაძის წიგნის "დიმიტრი თავაძე" და გ.კალანდიას მიერ შედგენილი კატალოგის "ხელოვნების სასახლე" პრეზენტაცია.

bottom of page