top of page
ლოგო-მუქი.png

ნანა ყაულაშვილის თოჯინების სამყარო

3 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება დიდი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, „ფერების სიმფონიის დიდოსტატის“ წოდების მქონე სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია.

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა გაიმართება.

პროფესიით ოფთალმოლოგი, ის 24 წელია თოჯინების ხელოვნებას ეწევა. მისი ნამუშევრების ნახვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მიუნსტერის, პრაღისა და ბაქოს საერთაშორისო გამოფენებზეც არის შესაძლებელი.

სასახლეში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები, ნახატები, ყუთები, 10-მდე ნაქარგი და 60-მდე თოჯინა, რომლებსაც ავტორი იაპონური, პოლიმერული მასალებისა და ძველებური ტანსაცმლის კაბებისგან ამზადებს. დამთვალიერებლებს თოჯინების კეთილი, მშვიდი გარეგნობა მიიზიდავს.

ხელოვნების სასახლე ზღაპრების სამყაროს 15 თებერვლამდე უმასპინძლებს.

bottom of page