top of page
ლოგო-მუქი.png

მუზეუმების საერთაშორის დღე

გაცნობებთ, რომ მუზეუმების საერთაშორისო დღე — 18 მაისი — წელს მუზეუმებისთვის დასვენების დღეს (ორშაბათს) ემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 23 მაისს.

თარიღის ცვლილება მეტ დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას დაესწროს ღონისძიებას და სრულყოფილად დაათვალიეროს წარმოდგენილი გამოფენა.
მუზეუმი ტრადიციულად ერთვება საერთაშორისო აქციაში „ღამე მუზეუმში“, რომლის ფარგლებში 23 მაისს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა:
„ლეგენდარული კინო კოსტიუმები“
Netflix-ისა და Hollywood-ის სამოსი ხელოვნების სასახლეში
უნიკალური ექსპოზიცია გააერთიანებს კინოსა და მუზეუმის სივრცეს და დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს იხილონ ცნობილი საერთაშორისო კინოპროექტებისთვის შექმნილი უნიკალური კოსტიუმები და სასცენო სამოსი.

მთელი დღის განმავლობაში დილის 10.30-დან საღამოს 21.00-მდე მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს. გელით 23 მაისს ხელოვნების სასახლეში! გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ

bottom of page