top of page
ლოგო-მუქი.png

თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენა

28 ნოემბერს, 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე კულტურის ისტორიის მუზეუმში იხილავთ მსახიობის, "სუხიშვილების" ოქროს ხანის წამყვანი სოლისტის, მემატიანე, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწის თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენას.

თენგიზ უთმელიძე — სუხიშვილების ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი და ქართული სასცენო კულტურის სიმბოლოა. 1957 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს, სწორედ ამ დროიდან იწყება მისი პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბება. მისი სახელი დღემდე დაკავშირებულია არაერთ საკულტო ნომერთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა ჟურნალისტად დაიწყო. სწორედ ამ დროს დაიკავა ფოტოგრაფიამ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი: უთმელიძის ფოტოები სუხიშვილების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და გულწრფელ არქივად იქცა. მან შექმნა უმდიდრესი ფოტომატიანე, შეჩერებულ წამებად აღნუსხული შემოქმედებითი ცხოვრების, მეგობრული შეხვედრებისა და მოგზაურობის მდიდარი მატიანე. მის მრავალწლიან შრომასა და კულტურისადმი ერთგულებას ადასტურებს მიღებული ჯილდოებიც — „დამსახურებული არტისტის“ ტიტული, „ღირსების ორდენი“ და „თბილისის საპატიო მოქალაქის” წოდება.

სწორედ ეს მრავალმხრივი გამოცდილება და განსაკუთრებული ხედვა ხდის თენგიზ უთმელიძის შემოქმედებას უაღრესად მნიშვნელოვანს.

bottom of page