top of page
ლოგო-მუქი.png

დაბრუნებული საუნჯე

27 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე ,,დაბრუნებული საუნჯე“.


1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის დროს ბოლშევიკური ტერორის შიშით საქართველოს ხელოვნების სასახლიდან მრავალი უნიკალური ნიმუში გაიტანეს.  2025 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მხარდაჭერით მუზეუმმა ევროპის სხვადასხვა კერძო კოლექციასა თუ გალერეაში სპეციალისტების მიერ მოძიებული არაერთი დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუში დაიბრუნა.


დაბრუნებულ ნივთებს შორის არის ფერწერული ტილოები, რომლებიც XV-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ძვირფასი ხელნაწერები, მათ შორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი წერილი შესრულებული იმპერატორისავე კალიგრაფიით, ალექსანდრე დიუმას ხელმოწერილი ბარათი, ძვ. წ IV საუკუნის ბერძნული სკიფოსი (ღვინის ჭურჭელი), უნიკალური ხელნაწერი, ,,იამბიკონი და იკოსნი წმინდისა ღმრთისმშობლისანი“ - XVIII საუკუნე- გაფორმებული საზედაო გრაფემებითა და თავსართებით, შესრულებული ნუსხური შრიფტითა და ჩასმული ტვიფრულ ყდაში, ფერწერული ნამუშევრები იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშია შექმნილი. ისინი დასავლეთ ევროპული ხელოვნების გამორჩეულ ჟანრებსა და პერიოდებს ასახავს.


გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს უცხოეთიდან  დაბრუნებული კულტურული მემკვიდრეობა, წარმოჩენილ იქნას მათი ისტორიული, მხატვრული და ეროვნული მნიშვნელობა. ამასთანავე ხელი შეეწყოს დაკარგული არტეფაქტების აღმოჩენა-დაბრუნების პროცესის პოპულარიზაციას.


აქვე წარმოგიდგენთ დაბრუნებული ნამუშევრების ნუსხას:

1. უცნობი ავტორი. ვენეციური სკოლა. ,,წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმინდა იერონიმი“. XVI ს

2. უცნობი ავტორი. ვენეციური სკოლა. ,,წმინდა პეტრე და წმინდა პავლე”. XVI ს

3. იოანე ვერსპრონკი (1597-1662). ,,ქალბატონის პორტრეტი”. XVI-XVIIს-ის მიჯნა

4. იაკობ კამპო ვიერმანი (1677-1747). ,,ნატურმორტი ყვავილებით”. XVII-XVIIIსს

5. უცნობი ავტორი. ,,ბიჭუნა ძაღლთან’’. ნიდერლანდური სკოლა. 1660-1665

6. ფრანც დე პაულა ფერგი. ,,კომედია დელ არტეს წარმოდენა სოფელში’’. 1720

7. გუსტავ ანტონ ჰეილეგერსი (1828-1897). ,,მხატვრები ინტერიერში’’. XIXს

8. არტურო ორსელი,. ,არშიყი’’. XIXს

9. ბერნარდინო პინტურიკიოს (1454-1513) სკოლა ტრიპტიხი: ყრმა მაცხოვარი და იოანე ნათლისმცემელი, (XVIII საუკუნე). მოციქული პეტრე და წმინდა ავგუსტინე.

10. უცნობი ნიდერლანდელი მხატვარი. (XVI საუკუნე). ,,ჯვარცმა”

11. პიტერ ვან ლარი (1599-1642) ,,მოგზაურები”. 1635წ

12. ანდრეას ფრანცისკუს ვერმეულენი (1821-1884). ,,ღამის ბაზრობა”. XIX ს

13. ტომას პ. ჰოლი (1810-1867). ,,ბოცვრების კვება’’. XIX ს

14. ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი წერილი

15. ნაპოლეონის სიძისა და მარშალის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული წერილი

16. დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას ხელწერით შექმნილი ბარათი.

17. ძვ. წ IV საუკუნის ბერძნული სკიფოსი (ღვინის ჭურჭელი)

18. ,,იამბიკონი და იკოსნი წმინდისა ღმრთისმშობლისანი“ XVIII ს

bottom of page