top of page
ლოგო-მუქი.png

შალვა სამნიაშვილის პერსონალური გამოფენა

6 აპრილს, 18:00 საათზე ხელოვნების სასახლე, გიწვევთ შალვა სამნიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე.

შალვა სამნიაშვილი ახალგაზრდა მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც იდეალური ნაზავია ფსიქოლოგიური სიღრმეების, სარკაზმის, იუმორისა და ცოცხალი ფერების. იგი იკვლევს ემოციურ ინტენსივობასა და ინტროსპექციის სირთულეებს. მხატვარი ნამუშევრებში უღრმავდება ადამიანის ფსიქიკურ სირთულეებს და ხდება ერთგვარი სარკე თანამედროვე რეალობის, რითაც დამთვალიერებლებს მეტი სიღრმისაკენ უბიძგებს. ეს არის ადამიანის პროვოკაციული ფსიქიკის შესწავლა, დაკვირვება და ერთგვარი ბალანსის აღმოჩენა ემოციებისა და ფერების საშუალებით.


bottom of page