
სოლიკო ვირსალაძე
3 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება დიდი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, „ფერების სიმფონიის დიდოსტატის“ წოდების მქონე სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია.
სასახლის თეთრი ნიმფების დარბაზში, კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ფართო საზოგადოებისთვის სპეციალურად გამოიფინება მუზეუმის ხელოვნების კოლექციაში დაცული სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ეროვნული კოსტიუმები.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების სრულფასოვანი კატალოგი არასდროს არსებობდა. ხელოვნების სასახლეში დაცული მხატვრის ნამუშევრების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად ხდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, რაც გამოცემას არა მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციას ანიჭებს, არამედ ექსკლუზიურსაც ხდის.
კატალოგი მომზადდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და წარმოადგენს ხელოვნების სასახლის მიერ 2015 წელს დაწყებული მასშტაბური პროექტის „თეატრისა და კინოს მხატვრების“ სერიის VII ტომს. სერია მოიცავს იოსებ სუმბათაშვილის (ტომი I, 2015), ივანე ასკურავას (ტომი II, 2016), კარლო კუკულაძის (ტომი III, 2016), პეტრე ოცხელის (ტომი IV, 2017), კოკა იგნატოვის (ტომი V, 2018), ნიკოლოზ ყაზბეგის (ტომი VI, 2018) მრავალმხრივ შემოქმედებას.
უკვე გამოცემულ ტომებში წარმოდგენილია ხელოვნების სასახლესა და ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული თეატრალური და კინოსკეტჩები.
ხელოვნების სასახლის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ნინო სუხიშვილს და მანანა ხიდაშელს სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული ნამუშევრების საკუთარი კოლექციიდან პუბლიკაციაში შეტანისთვის ობიექტური რეპროდუცირებისთვის.The catalog was prepared with the support of the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia and is the VII volume of the large-scale project "Theatre and Cinema Artists" series launched by the Palace of Arts in 2015. The series includes the versatile work of Ioseb Sumbatashvili (Volume I, 2015), Ivane Askurava (Volume II, 2016), Karlo Kukuladze (Volume III, 2016), Petre Otskheli (Volume IV, 2017), Koka Ignatov (Volume V, 2018), Nikoloz Kazbegi (Volume VI, 2018).
The volumes already published present theatrical and film sketches kept in the Palace of Arts and various museums of the country, as well as in private collections.
The creative team of the Palace of Arts would like to thank Nino Sukhishvili and Manana Khidasheli for the unbiased reproduction of Soliko Virsaladze’s outstanding works from their own collection for inclusion in the publication.
