top of page
ლოგო-მუქი.png

თამაზ (თაზო) ხუციშვილი

22 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა თამაზ (თაზო) ხუციშვილის

გამოფენა, სადაც ხელოვნების სასახლის მიერ მომზადებულ თამაზ ხუციშვილის კატალოგთან

ერთად, წარმოდგენლ იქნა გოდერძი შარაშიას ფილმის პრემიერა.

კულტურის მინისტრის ინიციატივით და სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდილ ქართულ-ინგლისური წიგნი-ალბომი მოიცავს 300 ფერად გვერდსა და 250- ზე მეტ ნამუშევარს, მასში

შესულია თამაზ ხუციშვილის მიერ შექმნილი პორტრეტები, ასევე ჟანრული ფერწერა,

თეატრალური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია და თავისუფალი ჩანახატები. ეს წიგნი

მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოცემაა, მასში შესულია

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები.

თამაზ ხუციშვილი - ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოს კურსდამთავრებული (1966), სადაც თავადაც ათწლეულების განმავლობაში ზრდიდა ახალგაზრდა ხელოვანებს. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შემოქმედებითი გზა სტუდენტობიდანვე გამოირჩევა მრავალფერივანი გამოფენებით. მხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

1993 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

bottom of page