top of page

ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა

„ხელოვნება მუდმივი ძიებაა. იგი შემოქმედისგან სიმართლესა და გულწრფელობას მოითხოვს... სადაც ფორმა და ფერი ერთ ჰარმონიულ მთლიანობაშია შერწყმული“ - ალექსი ვეფხვაძე.

4 სექტემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლის საიუბილეო გამოფენაზე.

ექსპოზიცია განსაკუთრებულია - ეს არის ოსტატის პირველი პერსონალური გამოფენა (სამწუხაროდ, სიცოცხლეში მას პერსონალური გამოფენა არ ჰქონია).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 26 სხვადასხვა ჟანრის ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენს მის ოსტატობას, სახეების ღრმა ფსიქოლოგიურ გახსნასა და აკადემიურ სიზუსტეს.
ალექსი ვეფხვაძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიასა და ლენინგრადის რეპინის სახელობის ინსტიტუტში (პროფესორ რ. ფრენცის ბატალურ კლასში) მიიღო. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა „დაჭრილი ბაგრატიონი ბოროდინოს ველზე“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1951 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა, ხოლო 1965 წელს - დამსახურებული მხატვრის წოდება.


დასწრება თავისუფალია!

bottom of page