top of page
ლოგო-მუქი.png

ბაგრატიონები

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 20 სექტემბერს, 15:00 საათზე გიწვევთ ბაგრატიონების დინასტიის უნიკალურ გამოფენაზე.

ბაგრატიონები საქართველოს სამეფო დინასტიაა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გვარია. წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). მათ დინასტიური კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან, ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, აგრეთვე ბურბონებისა და რომანოვების სამეფო ოჯახებთან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საგვარეულოს 24 პორტრეტი (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი - XIX საუკუნის დასაწყისი), მათ შორის გიორგი XI, ირაკლი ბატონიშვილი ალექანდრეს ძე ბაგრატიონ გრუზინსკი, გრიგოლ ბატონიშვილი, ერეკლე მეორე, თეკლა ბატონიშვილი, ვახტანგ ბატონიშვილი, ეკატერინე ბატონიშვილი, პატარა კახის და მეფე თამარის პორტრეტები. გამოფენაზე ასევე იხილავთ ნივთებს - სამეფო აღკაზმულობას, იარაღს, ბაგრატიონების გერბსა და ასტროლაბს, რომელიც მეფე ვახტანგ VI-ის დაკვეთით ირანში დამზადდა. ექსპოზიცია უნიკალური შესაძლებლობაა ბაგრატიონთა დიდებული დინასტიის წარსულისა და მემკვიდრეობის უკეთ შესაცნობად. პორტრეტები, სამეფო რელიქვიები და ისტორიული საგანძური დამთვარიელებელს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნოს ბაგრატიონთა გვარის ისტორიას.

bottom of page