top of page
ლოგო-მუქი.png

თოჯინების ჯადოსნური ამბავი

ხელოვნების სასახლეში თოჯინების ასეთი გრანდიოზული და ჯადოსნური წარმოდგენა არასოდეს გიხილავთ! 18 მაისს 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში პირველად სრულიად გამორჩეული და უპრეცენდენტო გამოფენა “თოჯინების ჯადოსნური ამბავი” მოეწყობა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 60 ხელნაკეთი და უნიკალური თოჯინა. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხასიათი და თავისი უნიკალური ისტორია გააჩნია. ზოგიერთი თოჯინა მოძრაობს და მღერის კიდეც! გამოფენის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 29 მხატვარ-მეთოჯინე: ლია კაკულია, ლელა ლაზარიაშვილი, ლიუდმილა რიაზაცევა, ნინო ჩიკვილაძე, მაკო გნოლიძე, მარი აბუსერიძე, ნატა ინაშვილი, ბორენა ელოშვილი, მარინა ლაგვილავა, დენის გონობოლინი, ირინა სემინონოვა, ნანა ჩოქური, ხათუნა ნინიძე, ირმა კუპრავა, ირმა ფრანგიშვილი, ნანა ყაულაშვილი, თეა მინდაძე, თეა რამიშვილი, ელისო გელაშვილი, ეკატერინე ბერიძე, იულია სოროკინა, მედეა ხაბაძე, ვიქტორია ჯუღელი, ლალი ქერდიყოშვილი, სოფია ჩხიკვაძე, გოგა ბეგიაშვილი, ანა თალაკვაძე, ნინო ჯოლბორდი, ოქსანა სალნიკოვა. 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასახლე დილის 10:30 დან 22:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს, ნებისმიერ ვიზიტორს საშუალება ექნება სრულიად უსასყიდლოდ ქართული თოჯინების ჯადოსნურ სამყაროს ესტუმროს! 19 მაისიდან კი მუზეუმში თოჯინებთან დაკავშირებული გამორჩეული საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება. აჩუქეთ თქვენს პატარებს დღესასწაული, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ჩაერთოთ საგანმანათლებლო პროგრამებში, დაათვალიეროთ ზღაპრული გამოფენა და საკუთარი ხელით დაამზადოთ ჯადოსნური სათამაშოები, მოდით და მეთოჯინეების დაუვიწყარი შემოქმედება.


bottom of page