
სიღნაღის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დასრულდა
24-29 აგვისტოს სიღნაღმა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში ისტორიული ქალაქი თანამედროვე ხელოვნების ცოცხალ სივრცედ იქცა, სადაც მხატვრებმა და მოქანდაკეებმა ადგილზე შექმნეს ხელოვნების ნიმუშები.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ხელოვანები საქართველოდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი შემოქმედებითი პროცესი სიღნაღის უნიკალურ არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას დაუკავშირდა, რამაც ფესტივალი არა მხოლოდ საგამოფენო, არამედ ცოცხალ შემოქმედებით მოვლენად აქცია.
ფესტივალის დასასრულს საერთაშორისო მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები დამთვალიერებლების წინაშე გამოიფინა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ვალდა დარგაისი, სანდრა დიკმანე, ლეილა ჭიჭინაძე, ელისაბედ უგულავა და ნატალია ლაშხი, ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.
ქანდაკების მიმართულებით - ბექა ჩხაიძე
ფერწერის მიმართულებით - ირაკლი ჩიქოვანი და ტარიელ ალიევი
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, ჟიურის წევრებს, პარტნიორებს, მხარდამჭერებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
ფესტივალი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
