top of page

პირველი საჩუქარი საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით.
შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტი ხანი ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად შემომწირველმა გადაწყვიტა უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და მაშასადამე ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად.
სასახლე მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესეოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის.
bottom of page
