top of page
ლოგო-მუქი.png

ვეფხვაძეები - მხატვრების ოთხი თაობა

15 ნოემბერს, საღამოს 7:00 საათზე, თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ვეფხვაძეები - მხატვრების ოთხი თაობა“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხვაძეების დინასტიის ოთხივე თაობის მხატვრების - ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძის (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის ნახატები - პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული ისტორიები და სხვა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ორენოვანი კატალოგი, რომელიც აერთიანებს მხატვრების ოთხივე თაობის ნამუშევრებს და რომელსაც ხელს აწერს თბილისის მერი.

არა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში, არამედ მსოფლიოშიც იშვიათია, რომ ერთი ოჯახის ოთხი თაობა მისდევდეს მხატვრობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვაძეების ოჯახმა ქართულ მხატვრობას გამორჩეული, ეროვნული სული და უნიკალური მხატვრული მიმართულება შესძინა, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით იყო გაჯერებული... თუ გავითვალისწინებთ ტილოზე ისტორიული მხატვრობის, საბრძოლო სცენებისა და ისტორიული მოვლენების სიმცირეს, ადვილად მივხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვეფხვაძეების ოჯახის წვლილი ეროვნული კულტურის განვითარებაში.

ვეფხვაძეების ოჯახს აქვს ტრადიცია, ტილოზე სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, გააცოცხლოს საქართველოს წარსულის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა და ისტორიული ფიგურა. ამ მხრივ, ოჯახში პირველი იყო ივანე ვეფხვაძე (1888-1971), რომლის გზაც მისმა ვაჟმა, ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) გააგრძელა და საქართველოს ისტორიას არაერთი მონუმენტური ტილო მიუძღვნა.

ჯოვანი ვეფხვაძის (1949-2016) წვლილი ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია. თავის შესანიშნავ, განუმეორებელ ფერად ტილოებში მხატვარმა ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავლები, გვაჩვენებს წარსულის ხიბლს და იმ ეპოქის მაცხოვრებლების სულისკვეთებას. მხატვრის შვილები - ბრუნო და დომენიკა ვეფხვაძეებიც ღირსეულად აგრძელებენ მამის გზას.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

bottom of page