top of page
ლოგო-მუქი.png

ზურა გომელაურის პერსონალური გამოფენა

1 ივლისს, 19:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე გიწვევთ ზურა გომელაურის პერსონალურ გამოფენაზე! ზურა გომელაური თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება სავსეა პოზიტიური ენერგიით, შინაგანი სინათლითა და ცხოვრების სიყვარულით, რომელიც მის თითოეულ ნამუშევარში მკაფიოდ იგრძნობა. ზურა გომელაური 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობს როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი ტილოები წარმოადგენენ როგორც ფერწერის, ისე ემოციური ნარატივის სინთეზს. მხატვრის შემოქმედება უხვადაა გაჟღენთილი სიცოცხლის, სიყვარულისა და სიხარულის თემებით, რასაც იგი სხვადასხვა სიმბოლოსა და ფერის ენით გადმოსცემს.

bottom of page